საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიაში ჩავიდა

18:43, 14.11.2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სენტ გალენშია და შვეიცარიასთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს ამ ქალაქის სტადიონ „კუბუნ პარკზე“ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ემზადებოდნენ და შვეიცარიაში დღეს გაემგზავრნენ. გუნდში 24 ფეხბურთელია, რომლებიც სრული დატვირთვით ემზადებიან.

დღესვე, „კუბუნ პარკზე“ დაგეგმილაი შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების ვარჯიში და გუნდების მთვარი მწვრთნელების, ვლაადიმირ პეტკოვიჩისა და ვალდიმირ ვაისის პრესკონფერენციები.

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიაკციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი