საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.

„ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად “, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.