საქართველოს რუკა ბორჯღალოსნების მაისურზე - თამაშის დაწყებამდე შესრულებული ჰიმნი [ვიდეო]

ქალაქ კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობს. ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებები ხვდებიან.

თამაშის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულებისას, ქართველი მორაგბეები სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხზე მიმდინარეობს.