საქართველოს რეკორდი - 62 დინამოელი საქართველოს ნაკრებში
საქართველოს რეკორდი - 62 დინამოელი საქართველოს ნაკრებში

ციფრები, რომელიც თბილისის „დინამომ“ გაასაჯაროვა, სულ მცირე საქართველოს რეკორდია: 2017 წელს საქართველოს ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრების ფორმით 62-მა დინამოელმა ითამაშა.

ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი, ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი და ბაქარ ქარდავა.

ახალგაზრდული ნაკრებში გამოდიოდნენ ბექა მიქელთაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია, გიორგი თევზაძე, ცოტნე მესხი და აკაკი შულაია.

ყველაზე ცოტა რაოდენობით თბილისელები 20-წლამდელებში იყვნენ წარმოდგენილები – ორი ფეხბურთელით, 19-წლამდელებში – რვა მოთამაშე მიავლინეს, ხოლო U18-ში – ექვსი.

თბილისელებს 8-8 წარმომადგენლები ჰყავდათ U16 და U15-ში. U17-ში კი „დინამომ“ რეკორდი მოხსნა – გიორგი ნემსაძის გუნდში სულ 15-მა „დინამოელმა“ ითამაშა.

მსგავსი რამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ამ დრომდე არ მომხდარა. ეს იმ ფონზე, როდესაც წლებია, ბევრი კლუბი ნაკრებისთვის ერთ ფეხბურთელსაც ვერ ამზადებს.

დატოვე კომენტარი