„ფიფამ“ განახლებული სანაკრებო რეიტინგები გამოაქვეყნა. ტოპ-10-ში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა: მერვე ადგილოსანი ესპანეთი დაქვეითდა და ადგილი პოლონეთს გაუცვალა.
მალტასთან მოგებისა და ლუქსემბურგთან წაგების შემდეგ ივნისის რეიტინგში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც ერთი ადგილით დაქვეითდა და ახლა 96 საფეხურზეა.
ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1. გერმანია 1558
2. ბრაზილია 1431
3. ბელგია 1298
4. პორტუგალია 1274
5. არგენტინა 1241
6. შვეიცარია 1199
7. საფრანგეთი 1198
8. პოლონეთი 1183
9. ჩილე 1135
10. ესპანეთი 1126
ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა და მეტოქეებს, ყაზახეთს, ლატვიასა და ანდორას უსწრებს. თუმცა, ბოლო ერთ თვეში ყველაზე დიდი პროგრესი ლატვიას ჰქონდა, რომელმაც ბალტიის თასზე გაიმარჯვა და რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა. ნაკლები წინსვლა ჰქონდა ანდორას (+2 ადგილი), ხოლო ყაზახეთმა ადგილი შეინარჩუნა.
96. საქართველო 352
117. ყაზახეთი 273
129.ლატვია 230
130. ანდორა 229