საქართველოს რეგიონებში 70-მდე სკოლა უსადენო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს რეგიონებში 70-მდე სკოლა უსადენო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

საქართველოს რეგიონებში 70-მდე სკოლა უსადენო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სექტემბერში განათლების სამინისტრო პროექტს წარადგენს, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაეთმობა განათლების სისტემაში ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ინოვაციის გამოყენებას.

„საქართველოს რეგიონებისთვის გამოიყო მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც გულისხმობს ჯამში 70-მდე სკოლისთვის უსადენო ინტერნეტის მიწოდებას. მოგეხსენებათ, სექტემბერში წარმოვადგენთ განათლების რეფორმის პროექტს, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაეთმობა სწორედ ტექნოლოგიებისა და  სხვადასხვა ინოვაციის გამოყენებას განათლების სისტემაში. ვფიქრობთ, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა რეგიონებში სკოლებს უსადენო ინტერნეტის გამოყენებით რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ. უსადენო ინტერნეტით ისარგებლებენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 1 700 000 ლარამდე, რომელიც გამოყოფილი იქნება ინტერნეტიზაციისათვის იმ რეგიონებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არის მიყვანილი. ეს გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.