საქართველოს რაგბის კავშირსა და 10 სოციალურ საწარმოს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
საქართველოს რაგბის კავშირსა და 10 სოციალურ საწარმოს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, შემდეგ კი 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემოსავალი განვითარებისთვის გამოიყენონ.

რაგბის კავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, სადაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფები ასევე შშმ პირები არიან დასაქმებულნი. შესაბამისი მემორანდუმი რაგბის კავშირსა და 10 სოციალურ საწარმოს შორის დღეს, 2 ნოემბერს ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაფორმდა.

რაგბის კავშირი იმედოვნებს, რომ სოციალურ ინიციატივაში ქართული რაგბის ქომაგიც ჩაებმება და აქტიურად შეიძენს დინამოს სტადიონზე წარმოდგენილ სარაგბო ატრიბუტებს, რითაც თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.