საქართველოს რაგბის კავშირმა წლის მორაგბედ ბექა გორგაძე დაასახელა
საქართველოს რაგბის კავშირმა წლის მორაგბედ ბექა გორგაძე დაასახელა

საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წლის გამორჩეული ქართველი მორაგბე დაასახელა. 2019 წლის საუკეთესო მორაგბე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს“ მესამეხაზელი, ბექა გორგაძე გახდა. გამოკითხვა რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა გულშემატკივრებმა მიიღეს. წლის რჩეული მორაგბე ასევე ქართულმა სარაგბო კლუბებმა და მედიის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

ბექა გორგაძემ 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასზე, ჯგუფის ოთხივე შეხვედრა ჩაატარა და 3 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მან ტოპ 14-სა და ჩელენჯ ქაფზე 3-3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ევროტურნირზე ერთი ლელოს გატანაც მოახერხა.