საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 30 იანვარს ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება:
2020 წლის ნამდვილ წევრთა მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ:
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2020 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“), გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის ნამდვილ წევრთა მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:
1. სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში;
2. სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
3. სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
4. წესდების ცვლილებების მიღება;
5. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.