საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სვის დე ბრუინთან ჩაშლილი მოლაპარაკების მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სვის დე ბრუინთან ჩაშლილი მოლაპარაკების მიზეზებზე ისაუბრა

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთან, სამხრეთ აფრიკელ სვის დე ბრუინთან ჩაშლილ მოლაპარაკებაზე ისაუბრა:

„მოლაპარაკება არ გამოვიდა ძალიან ბანალური მიზეზის გამო. გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება. გარკვეული პერიოდი გველოდებოდა, მაგრამ მოსალოდნელ თარიღებს გადააჭარბა და გადავიდა უკვე მარტში, საუბარია რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც ჩანს, უფრო მძიმედაც დაუხატეს ვითარება ვიდრე არის და თქვა, მირჩევნია უკვე გარანტირებული კონტრაქტი გავაფორმო კლუბთან, ვიდრე კიდევ გელოდოთ გაურკვეველი დროითო. სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს, მართლაც გაურკვეველი პერიოდით გადაიდო. მარტის მერე ორი თვე გავიდა და ჯერ ისევ არ არის საკითხი გარკვეული. აქედან გამომდინარე, ადამიანურად მე მისი მესმის.

ვინც არიან ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, ნაყოფიერ შრომას ეწევიან და უქმად არ გაჩერებულან. მუდმივად აქვთ ჩართვა მოთამაშეებთან, მუდმივად აქვთ რეკომენდაციები. არსებული შეზღუდვების ფონზე პროცესი ნორმალურად  მიმდინარეობს. ვიცი, რომ ბიჭები ინდივიდუალურად ბევრს ვარჯიშობენ და მწვრთნელების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სრული ინტერვიუ ნახეთ ბმულზე.