საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა რუსეთთან გასამართი შეხვედრის სავარაუდო დრო დაასახელა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა რუსეთთან გასამართი შეხვედრის სავარაუდო დრო დაასახელა

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ბორჯღალოსნების სატესტო მატჩების ჩატარების პერსპექტივაზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ რუსეთის ნაკრები უკვე ჩამოსული იყო სათამაშოდ, როცა პანდემიასთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენები დაიწყო.

გოჩა სვანიძე: „ჩამოსული იყო რუსეთის ნაკრები, ისიც კი გვთხოვეს, რომ არაოფიციალურად ვითამაშოთო, მაგრამ რეგულაცია, რეგულაციაა და კანონს ვერ დავარღვევდით. რუსეთის ნაკრებთან თამაშს ვგეგმავთ, არამარტო ჩვენ, არამედ, მოგეხსენებათ, რომ ევროპის რაგბის ეგიდით მიმდინარეობს ეს ტურნირი და მისი პირველი კომპეტენციაა, როდის ჩატარდება.

ჩვენ სავარაუდო თარიღზე შევთანხმდით, ეს არის ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი. ზაფხულის ტესტები გადადებულია და არავინ იცის, როდის ჩატარდება. ნოემბრის ტესტები არ გადადებულა“.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან კონტაქტი აქვთ და მომავალი სატესტო მატჩების ჩატარების შესაძლებლობებს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი