საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩევასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის  გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი“.