საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

„დღეს, 2020 წლის 13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა (დიდი 10-ის კლუბები) მიერ საქართველოს გამგეობის სახელზე შემოტანილ იქნა განცხადება 2020 წლის 30 იანვარს სრკ – ს საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის კანდიდატურის წარდგინების შესახებ“, – იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„განცხადებას ხელს აწერენ დიდი 10-ის შემდეგი კლუბები: „ლელო“, „ჯიქი“, „აია“, „ყოჩები“, „აკადემია“ და „იუნკერები“. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის კრებაზე დადგინდა სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი  2020 წლის 30 იანვარი და პროცედურები“, – ნათქვამია განცხადებაში.