საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა (ფოტოამბავი)
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა (ფოტოამბავი)

კოვიდ-19-ით გამოწვეული სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით „შევარდენის“ სტადიონზე ყოველკვირეული ვარჯიშები განაახლეს.

ყოველი ვარჯიშის წინ, ნაკრების სამედიცინო შტაბი მოთამაშეებს უზომავს სიცხეს. მწვრთნელებმა სავარჯიშო ინვენტარი დარბაზიდან გარეთ გამოიტანეს და განალაგეს მინდორზე დისტანციის დაცვით.

მორაგბეები ჯგუფებად არიან დაყოფილი და მოედანზე ვარჯიშობენ აუცილებელი დისტანციის დაცვით.

ვარჯიშები არის უკონტაქტო.

დიდ ნაკრებთან ერთად რამდენიმე უმცროსი ბორჯღალოსანიც (U20 და U18) ვარჯიშობს.