საქართველოს რადიოს რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ კანდელაკი ფესტივალის GRAND PRIX NOVA  ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
საქართველოს რადიოს რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ კანდელაკი ფესტივალის GRAND PRIX NOVA ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა

საქართველოს რადიოს მინი რადიოდადგმა რუმინეთის ფესტივალზე GRAND PRIX NOVA საფინალო ხუთეულში მოხვდა, რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ კანდელაკი კი ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

მამუკა მაღულარიას პიესის „72 საფეხური უკვდავებამდე“ მიხედვით, კორონავირუსის გამო დისტანციურად ჩაწერილი მინი რადიოსპექტაკლი „ჯ.ჯ.-ს ბარათი“ რუმინეთის საერთაშორისო რადიოდადგმებისა და მოკლე ფორმების ფესტივალზე GRAND PRIX NOVA მოკლე კატეგორიის 21 მონაწილეს შორის ხუთეულშია.

რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ კანდელაკი „მისი უნიკალური და პოეტური ენის, რადიოკულტურის გამდიდრების, მრავალი ორიგინალური ნაშრომისა და რადიოს ხელოვნებისადმი თავდადებისთვის“ ფესტივალის GRAND PRIX NOVA ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.