საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია.

პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ოთხ მიმართულებაზე – ორიგინალური რადიოიდეა, შემეცნება – განათლება, კულტურა, გართობა-შემეცნება – პროექტების მიღებას.

საკონკურსო კომისიაში, 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 130 განაცხადი შევიდა.

განაცხადებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომლის შემდეგაც მომდევნო კვირის ბოლოსთვის გადაირჩევა პროექტები, ხოლო 16 ოქტომბრიდან კონკურსანტებთან შეხვედრები და გასაუბრება დაიწყება.

კონკურსის მესამე ეტაპი პილოტების ჩაწერას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეს დაეხმარება გადაცემის  აუცილებელი რესურსით.

პროექტების შერჩევისას კომისია იხელმძღვანელებს მაუწყებლობის შესახებ კანონში გაწერილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების  გათვალისწინებით.

საქართველოს რადიო-FM 102.4 ახალ საეთერო სეზონს  ახალი პროექტებით იანვრიდან დაიწყებს.