საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მალტასთან ისევ დამარცხდა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მალტასთან ისევ დამარცხდა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურის შეხვედრაც წააგო.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მალტელებმა პირველივე ტაიმში ორბურთიან უპირატესობას მიაღწიეს, მეორე ნახევარიც დამაჯერებლად ჩაატარეს და 0:4 მოიგეს. 2-2 გოლი გაიტანეს ნახევარმცველმა შონა ზამიტმა (34, 52) და თავდამსხმელმა ჰეილი ბუგეიამ (44, 58)

9 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისევ უქულოდაა და ბოლო ადგილზეა. ჯგუფში 24 ქულით დანია ლიდერობს, მეორეზე კი იტალიაა (21), რომელსაც ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს. მალტასთან თამაშის შემდეგ, 1 დეკემბერს ჩვენი ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას კვლავ საკუთარ მოედანზე ეთამაშება და შესარჩევ ციკლს ამით დაასრულებს. ამ წაგების შემდეგ, შემდეგი მატჩის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს.

საქართველო – მალტა 0:4

გოლები: ზამიტი (34), 0:2 ბუგეია (44), 0:3 ზამიტი (52), 0:4 ბუგეია (58)

საქართველო: გაბუნია – ქადაგიშვილი, სუთიძე, ჯოჯუა, ჩხარტიშვილი – ბაქრაძე (60. ბოლქვაძე), დანელია (71. კახნიაშვილი), თოდაძე, ჩემინავა (79. ეპიტაშვილი) – ჭონია, ჭიჭინაძე