საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ბელარუსთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს ბელარუსთან გამართავს.
კვიპროსში საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან თბილისში ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ გაემგზავრა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ირის ანტმანის გუნდმა ვარჯიში გამართა, რომელშიც 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ბელარუსი – საქართველოს მატჩი 9 აპრილს „ახნასის“ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), თათია გაბუნია („კვარტალი“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), ნათელა წოწერია („კვარტალი“);
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), სალომი დიმოპულუ („კვარტალი“), ნათია დანელია („კვარტალი“), ანა წულაია („ლანჩხუთი“), ანა ჩემინავა („ტრაბზონსპორი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), თეონა ბაქრაძე („ტრაბზონსპორი“), ნინი ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“).