საქართველოს ქალთა ნაკრებმა მზადება დაიწყო - გუნდი ლუქსემბურგსა და თურქეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის დასკვნით მატჩებისთვის ემზადება. გუნდი ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას თბილისში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ პირველ დეკემბერს გამართავს, ხოლო 5 დეკემბერს, წლის დასკვნით თამაშში თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ორი გამორჩეული ფეხბურთელი – ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაეხმარება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია, თეონა სუხაშვილი (ორივე – ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი).
დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ლიზი კანკია (სამივე – კვარტალი), თინათინ ამბალია, ანა წულაია, ანასტასია ბოლქვაძე (სამივე – ლანჩხუთი), ნინო ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (ორივე – სამეგრელო), ტატიანა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ხატია ჭყონია (ბათუმი).
საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 30 ნოემბერს 15:30-ზე გაიმართება.
მატჩების განრიგი
1 დეკემბერი,| 17:00
საქართველო – ლუქსემბურგი
5 დეკემბერი, 19:00
თურქეთი – საქართველო