ათი მოთამაშით დარჩენილმა საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა #1TVSPORT

22:30, 31.05.2024

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო – ირის ანტმანის გუნდმა კვიპროსი 2:0 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ახნის „დასაკი სტადიოზე“ გამართული თამაში თავიდანვე კარგად დაიწყო და 32-ე წუთზე ირინა ხაბურზანიას გოლით დაწინაურდა. თუმცა შვიდ წუთში გოლის ავტორს შეხვედრის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

დარჩენილი დრო გუნდმა ათი მოთამაშით ჩაატარა და, ამის მიუხედავად, 63-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა. ჩვენი გუნდის საუკეთესო თავდამსხმელმა, თეონა ბაქრაძემ კვიპროსის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები კვიპროსს ახლა უკვე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება – შეხვედრა 4 ივნისს, თბილისში 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი