საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი მარცხით დაასრულა #1TVSPORT
2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 0:4.
გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეტოქე გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ მიიღო – სლოვაკეთის ნაკრები უპირატესობას ფლობდა და პირველივე წუთზე პატრიცია ჰმიროვას გოლით დაწინაურდა, მე-16 წუთზე კი საქართველოს კარი პატრიცია ფიშეროვამ აიღო.
მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორი გაიტანეს – თავი ჯერ მარტინა შურნოვსკამ (63) გამოიჩინა, ბოლოს იანა ვოიტეკოვამ (79) და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა.
სამწუხარო სტატისტიკაა – საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში 8 შეხვედრა ჩაატარა, 54 გოლი გაუშვა და გოლის გატანაც ვერ შეძლო.
ჯგუფში სხვა გუნდებმა ჯერ მხოლოდ 4-4 მატჩი ჩაატარეს. 12 ქულით შვედეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 9-9 ქულით ფინეთი და ირლანდია არიან, სლოვაკეთი საქართველოსთან ორი მოგებით მოპოვებული 6 ქულით მე-4 პოზიციაზეა.