საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა ბოლო ტურის პარტია სომხეთის გუნდთან დამაჯერებლად 3:1 მოიგო.
1. ნანა ძაგნიძე – ელინა დანიელიანი 1:0
2. ლელა ჯავახიშვილი – ლილი მკრტიჩიანი 1:0
2. ნინო ბაციაშვილი – ანნა სარგსიანი 0.5:0.5
4. ბელა ხოტენაშვილი – სირანუს ღუკასიანი 0.5:0.5
გამარჯვების მიუხედავად საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგი კონკურენტების თამაშზე იყო დამოკიდებული. ჩინეთის გუნდმა ბოლო ტურში რუსეთთან ყაიმი ითამაშა, 18 ქულა მოაგროვეს და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. ასევე 18 ქულა მოაგროვეს უკრაინელებმა, მაგრამ მათ ჩემპიონობა უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო დათმეს. საქართველოს ნაკრებმა კი 17 ქულით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და, რომ არა არაკონკურენტ გუნდებთან დაკარგული ქულები დღეს ჩვენი გუნდი საჩემპიონო შეხვედრას ითამაშებდა.
საქართველო როგორც საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა შეჯიბრზე 6 გუნდით იყო წარმოდგენილი. ქალთა მეორე გუნდი 16 ქულით ანუ 7 გამარჯვებით, 3 მარცხითა და 1 ყაიმით საბოლოოდ მე-9 ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში ქალთა მეორე გუნდის წევრებმა ჩეხეთს, რომელმაც გუშინ ჩვენს მთავარ გუნდს ოქროს ქულა წაართვა 2.5:1.5 სძლიეს.
საქართველოს მეორე ნაკრები – ჩეხეთი 2.5:1.5
1. სალომე მელია – კაროლინა ოსლაროვა 0.5:0.5
1. ინგა ჭარხალაშვილი – იოანა ვორეკი 1:0
2. სოფიო გვეტაძე – კრისტინა ნოვოსადოვა 0:1
3. სოფიკო ხუხაშვილი – ოლგა სიროკოვა 1:0
საქართველოს ქალთა მესამე გუნდმა კი ბოლო ტურში ირანთან შეხვედრა შედეგით 1:3 დათმო და 13 ქულით 41-ე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტურში ესპანეთთან 2:2 ითამაშა და ოლიმპიადაზე გამოსვლა 14 ქულით 28-ე პოზიციაზე დაასრულა.
მეორე გუნდმა ირანთან 1.5:2.5 წააგო და 13 ქულით და 43-ეა.
მესამე ნაკრების წევრებმა კი სინგაპურის გუნდი 2.5:1.5 დაამარცხა. ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა 13 ქულით და 51-ე ადგილით დაასრილეს.