საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი – დარწმუნებული ვარ, დეკემბრის მატჩებს უფრო კონცენტრირებულები ჩავატარებთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა წლის დასკვნით მატჩებისთვის გუნდის მზადებაზე. ჩვენი ნაკრები ერთა ლიგაზე პირველ დეკემბერს თბილისში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს თურქეთთან სტუმრად გამართავს.
„ლუქსემბურგის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული შეხვედრა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო იყო. მოახლოებულ მატჩს დანაკლისით ვხვდებით. ტრავმის გამო ჩვენი კაპიტანი ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაგვეხმარებიან. მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ლიეტუვასთან ბოლო მატჩი კარგად არ ჩაგვიტარებია. მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რადგან კონცენტრაცია დაგვაკლდა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში ეს შეიცვლება“, – განაცხადა ირის ანტმანმა.
მარიამ კალანდაძე, საქართველოს ნაკრების წევრი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ლუქსემბურგთან უნდა მოვიგოთ და ვფიქრობ, რომ თურქეთთანაც კარგი თამაშს ვაჩვენებთ. მოტივირებულები ვართ, შეკრება კარგად მიმდინარეობს და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად“.
საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 30 ნოემბერს 15:30-ზე გაიმართება.
მატჩების განრიგი
1 დეკემბერი,| 17:00
საქართველო – ლუქსემბურგი
5 დეკემბერი, 19:00
თურქეთი – საქართველო