საქართველოს ქალთა ნაკრების მცველი - შეგვძლია, სლოვაკეთს თანაბარი ბრძოლა გავუმართოთ #1TVSPORT
გიორგი ჩხაიძემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მზადებაზე კომენტარი გააკეთა. ჩვენი გუნდი სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი გულშემატკივრებს გაახარებს.
„სლოვაკეთი ნამდვილად არ არისტოპ-ნაკრები, როგორებიც არიან ჩვენი ჯგუფის წევრები შვედეთი და ირლანდია. შესაძლოა, ჩვენზე ოდნავ ძლიერი იყოს. მასთან გასვლაზე 0:2 დავთმეთ, მაგრამ ცუდად ნამდვიალდ არ გვითამაშია. თუმცა, ორწუთიანი ჩავარდნა გქვონდა და ეს გახდა წაგების მიზეზი. ახლა უკვე საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს, რომ ჯგუფის ბოლო თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ“, – ამბობს ჩხაიძე.
მწვრთნელის ოპტიმიზს იზიარებს გერმანული „ეტლინგვაიერის“ ქართველი მცველი თამარ ქველიძე:
„სლოვაკეთი ისეთი ნაკრები არ არის, რომ თამაში არ შეიძლებოდეს. წინააღმდეგობის გაწევა შვედეთთან და ირლანდიასთანაც შეგვეძლო. ვერ ვიტყვი, რომ მოთამაშეებში დიდი სხვაობაა. უბრალოდ, იქ სისტემა მუშაობს, ჩვენთან კი ქალთა ფეხბურთი დაწყებით ფაზაშია და დრო გვჭირდება. სლოვაკეთს შეგვძლია თანაბარი ბრძოლა გავუმართოთ. ჩვენი ერთადერთ მიზანია, ამ თამაშში მეტი ჩავდოთ“.
საქართველოს და სლოვაკეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი პირველ სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხი შემოგთავაზებთ.