საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს 25 და 28 თებერვალს თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა – გუნდი მზადებას 16 თებერვლიდან შეუდგა.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“), თათია გაბუნია („კვარტალი“, თბილისი), სვეტლანა გაბელაია („კოლხეთი“, ხობი);
დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – „ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – „კვარტალი“, თბილისი), ელენე ენჯიბაძე („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო ბუხრიკიძე, ანა პავლიაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (ყველა – „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, სალომი დიმოპულო, ნათია დანელია (ყველა – „კვარტალი“, თბილისი), თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ტატიანა მატვეევა („ასია სპორტი“, თურქეთი).
მატჩების განრიგი
25 თებერვალი, 15:00
საქართველო – ჩრდ. მაკედონია
28 თებერვალი, 15:00
საქართველო – ჩრდ. მაკედონია