საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის მატჩებისთვის ემზადება
26 ნოემბერს, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდება, 1 დეკემბერს კი – ბოსნია-ჰერცეგოვინას. გუნდი დასკვნით შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
საქართველოს ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ერთი კვირაა, რაც გუნდი წლის ბოლო მატჩებისთვის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ემზადება. უახლოესი მატჩებისთვის მოსამზადებლად ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 26 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)
მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ანი ძაძუა (ყველა – კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი)
ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, თეონა ბაქრაძე, ნათია დანელია (ორივე – კვარტალი, თბილისი), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (სამივე – ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია, ნათელა წოწერია (ორივე – ლანჩხუთი)
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:
26 ნოემბერი, 15:00
საქართველო – მალტა
„მიხეილ მესხი“
1 დეკემბერი, 15:00
საქართველო – ბოსნია და ჰერცეგოვინა
„მიხეილ მესხი“