ქალთა ნაკრებმა ჯგუფი უქულოდ დაასრულა
ქალთა ნაკრებმა ჯგუფი უქულოდ დაასრულა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა გამართა – ლევან ბაჯელიძის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ბალკანელებიდან სოფია კრაისუმოვიჩმა დუბლი (64, 77 წუთებზე) შეასრულა, ერთიც მარია დამიანოვიჩმა (22) გაიტანა. საბოლოოდ, ბალკანელებმა (რომელბმაც შინ ჩვენს გუნდთან 7:1 იმარჯვეს) მეორე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოიგეს – 0:3.

ამით საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ჯგუფში გამოსვლა ისე დაასრულა, ქულაც ვერ მოიპოვა. გუნდმა 10 შეხვედრიდან ყველა წააგო, ხოლო ბურთების შეფარდება 3:45-ზეა.