საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2021“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს – 8 ნოემბერს იტალიასთან, ხოლო 12 ნოემბერს – დანიასთან.
 
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 21 ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებიც უახლოესი შეხვედრებისთვის თბილისში მოემზადებიან.
​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნორჩი დინამო, თბილისი)
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე (ორივე – ლანჩხუთი), ნინო სუთიძე, თამარ ქველიძე, ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი)
ნახევარმცველები: თეონა თოდაძე, მარიამ დანელია, ირინა ხაბურზანია (ყველა – ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი, ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელები: ხატია ჭყონია, ნათელა წოწერია (ორივე – ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)ლელა ჭიჭინაძე
​​ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში გამართული სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეხუთე ადგილზეა.
​საქართველოს ქალთა ნაკრების განრიგი:
​იტალია – საქართველო​
ბენევენტო, 8 ნოემბერი, 20:30 (თბილისის დროით)
​დანია – საქართველო
ვიბორგი, 12 ნოემბერი, 21:00 (თბილისის დროით)