საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ისტორიული შანსი - გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს პირველად აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი – გუნდი პლეი ოფში მოხვდა, სადაც ირლანდიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშობს.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების ორმატჩიანი პლეი ოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე შედგება. გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში საუკეთესოს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მაკარე: თათია გაბუნია („კვარტალი“), სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);
დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნატა კვირკვაია („ნიკე-ლუსო“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ნათია დანელია („კვარტალი“), ელენე ჩიქოვანი („ნიკე-ლუსო“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), სალომი დიმოპულო („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), თეონა ბაქრაძე („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), ლიზი კანკია („კვარტალი“), ანა ჩემინავა („ჰაპოელი“ თელ-ავივი, ისრაელი).