საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერს, ეთერ ლიპარტელიანსა და მის თანაგუნდელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა ახლაგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა საკუთარ „ფეისბუქზე“ ემოციური მიმართვა გაავრცელა.
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! კორონავირუსის გამო სახლში ვრჩებით. ევროპის ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში უნდა ვუყუროთ“, – წერს ეთერ ლიპარტელიანი.
საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების რამდენიმე სპორტსმენს და ერთ-ერთ მწვრთნელს ვირუსი დაუფიქსირდა, დანარჩენები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, მათ პროტოკოლით რამდენიმე დღეში ისევ ჩაუტარდებათ განმეორებითი ანალიზი.
ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ახალგაზრდული – 21 და 23-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. ამ ვითარებაში ერთადერთი ნუგეში ის არის რომ უკლებლივ ყველა შემთხვევაში, დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.