საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს თურქეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს თურქეთს დაუპირისპირდება

ინგლისის ქალაქ ბათში ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის შეხვედრები მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში დასარჩენად, საქართველოს ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში სერბეთის, ხორვატიის და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები სერბეთის და ხორვატიის ნაკრებებთან უკვე დამარცხდა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა და მარიამ ბოლქვაძე არიან. ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.