საქართველოს პროკურატურა - ამირან კვირიკაშვილის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს
საქართველოს პროკურატურა - ამირან კვირიკაშვილის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს

ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმეზე გამოძიება 2017 წლის 4 ნოემბერს შსს-ს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო, ხოლო 2017 წლის 9 ნოემბერს საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, – ამის შესახებ პირველ არხს ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამჟამად, საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

„2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა.კ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

2017 წლის 9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

ამჟამად, საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს პროკურატურაში.

ხარაგაულში, 9 ნოემბერს 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.