საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში.

აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები. მათ შორის, უწყებაში მიმდინარეობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მხარდაჭერა, უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა და სხვა. პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტსა და სხვა მიმართულებებთან.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, კოლეგებს და ამერიკელ პარტნიორებს ურყევი მხარდაჭერისთვის და იმედოვნებს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის მილოცვაში.