საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე, სიკვდილის შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე, სიკვდილის შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე 2021 წლის 3 ივლისს თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.

დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა.

შოთა ქარსელაძემ რამდენიმე დღის წინ მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.