საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტის სასახლეში მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებისთვის სოლიკო ვირსალაძის კოსტუმების, ქართველი დიზაინერებისა და მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო.