საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა.
„პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი პარიზში.
ასევე, ირაკლი კობახიძემ გამიზიარა საფრანგეთში მისი ვიზიტის შედეგები“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.