საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს საახალწლო ტკბილეული, 100-ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს საახალწლო ტკბილეული, 100-ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციარებს საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მისმა მრჩევლებმა გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის 47 პაციენტმა და ბერია ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის 45 ბენეფიციარმა 100-ლარიანი სააფთიაქო და 100-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მიიღეს, თბილისის და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატების 123 ბენეფიციარმა – საახალწლო ტკბილეული და 100-ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ 68 ბენეფიციარმა – საახალწლო ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები, ხოლო თბილისის ექვს ბავშვთა სახლის 107 ბენეფიციარმა – საახალწლო ტკბილეული.