საქართველოს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავი გვირგვინით შეამკო

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის ერთიანი ნაციონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო, მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავზე კი, ყვავილების თაიგული მიიტანა.

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის თანხლებით, ასევე გვირგვინით შეამკო “მარადიული ცეცხლის” მემორიალი.