საქართველოს პრეზიდენტის ​ადმინისტრაცია - მარტი-მაისის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი 50 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა, მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა
საქართველოს პრეზიდენტის ​ადმინისტრაცია - მარტი-მაისის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი 50 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა, მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისთვის მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მარტი-მაისის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი 50 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა.

„მთავარი არხი“ დაინტერესდა – რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა.

მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა“, – აცხადებენ ადმისნისტრაციაში.