საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

15:18, 23.10.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. პრეზიდენტებმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე კულტურულ თანამშრომლობას.

ასევე, პრეზიდენტებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

მსგავსი