სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. პრეზიდენტი ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას სიტყვით მიმართავს, რომელიც ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებს.

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ  ვითარებაზე იმსჯელებენ.