საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა

17:36, 03.10.2019

ბათუმში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული თემები, ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

მსგავსი