სალომე ზურაბიშვილი ალექსანდერ ვან დენ ბელენს ავსტრიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ალექსანდერ ვან დენ ბელენს ავსტრიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსანდერ ვან დენ ბელენს ავსტრიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“გვერდზე წერს, ავსტრია და საქართველო ახლო მეგობრები არიან და ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ.

„ვულოცავ პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენს ხელახლა არჩევას. ავსტრია და საქართველო ახლო მეგობრები არიან და ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პოზიტიურ გზას გავაგრძელებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.