საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა პრეზიდენტს საკუთარი საქმიანობა გააცნო.

„საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობას მხარდაჭერა გამოუცხადა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.