საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას გამართავს. გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

12 ივლისს დაგეგმილია ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა ნატო-ს სახელმწიფოთა მეთაურების და მთავრობის მეთაურების დონეზე.

საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა სამიტის ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმზე და მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში.