საქართველოს პრეზიდენტი 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ცერემონიას ბათუმში, საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფარგლებში დაესწრება.

როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმის ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონატზე 400-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.