საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცილა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.