საქართველოს პრემიერ მინისტრი მორაგბეთა ნაკრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი მორაგბეთა ნაკრებს შეხვდა

 

დღეს, 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს შეხვდა და ნოემბერში გასამართ მნიშვნელოვან ტესტ მატჩებში წარმატება უსურვა.

ნაკრების მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ  – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

საქართველოს ნაკრები ნოემბერში 3 ტესტ მატჩს გამართავს: 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება; 17 ნოემბერს, „ავჭალის“ სტადიონზე, სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე“ – ტონგას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო