საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საიუბილეო გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში [ფოტო]
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საიუბილეო გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში [ფოტო]

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გამოფენა გაიხსნა.

საგამოფენო დარბაზში ზვიად გამსახურდიას ფოტოებთან ერთად გამოფენილია საქართველოს სახელმწიფოებრიობრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. აგრეთვე, ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი პუბლიცისტური და ლიტერატურული ნაშრომები, გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის საარქივო ვიდეომასალები.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა, რომლის ნახვაც გამოფენის ფარგლებშია შესაძლებელი.

გამოფენაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

დღევანდელ დღის აღსანიშნავად ღონისძიებები აღინიშნება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.