საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ელვისებურ ჭადრაკში პირველი ონლაინ ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ღონისძიების მიზანები საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია და მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანაა.

ტურნირი  23 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება და  ონლაინ სივრცე www.chess.com-ს გამოიყენებს (კლუბი – Georgian Chess Federation ). მასში მონაწილეობას – 2200 და მეტი ფიდეს რეიტინგის (სტანდარტი, სწრაფი, ელვისებური) მქონე ვაჟები, 1900 და მეტი ფიდეს რეიტინგის (სტანდარტი, სწრაფი, ელვისებური) მქონე ქალები, 2019 წლის საქართველოს 8-20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა ჩემპიონატების პრიზიორები და საკვალიფიკაციო ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეები მიიღებენ.

რეგისტრაციისთვის მონაწილეებმა ტურნირის ადმინისტრატორთან (ელ-ფოსტა [email protected] ან ვოტსაფი (WhatsApp) – 593399264) უნდა გაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია – სახელი, გვარი, chess.com -ის მეტსახელი. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 22 აპრილი, 20:00 საათი. მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ვირტუალურ კლუბ „Georgian Chess Federation“ – ში 23 აპრილის 16:00 საათამდე. მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა დაადასტურონ ტურნირზე შემოერთებით 23 აპრილს 17:00 – დან 17:50 – მდე.

ტურნირის საპრიზო ფონდი 30,00 ლარია.

 

დატოვე კომენტარი